ესპანეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე, მათ შორის, ქალი დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ ჩხრეკის შედეგად დიდი რაოდენობით მოპარული ძვირფასეულობა და 35 ათასი ევრო ამოიღო.
Sputnik

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ესპანეთის პოლიციამ ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს მოქალაქეს ესპანეთში 3,3 ტონა კოკაინის შეტანის მცდელობა ედება ბრალად

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დამნაშავეების დასაკავებლად სამართალდამცველებმა წლის დასაწყისში წამოიწყეს სპეცოპერაცია სახელწოდებით „ფუმუქი".

როგორც გამომძიებლები აცხადებენ, თავდაპირველად მათ დაადგინეს ეჭვმიტანილი ქალის ვინაობა, რომელიც დამნაშავეების მიერ წინასწარ შერჩეულ სახლებს სწავლობდა. ამის შემდეგ პოლიციამ დააკავა სამი მამაკაცი, რომლებიც ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით მოპარული ძვირფასეულობა და 35 ათასი ევრო.