უსუფაშვილი: პირველმა მოსვლამ არ გაამართლა და ახლა მეორედ „მეორე მოსვლა“ გახდა საჭირო

საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, „შენების მოძრაობის“ ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ დღეს არსებულ ვითარებაზე საუბრობს.
Sputnik

„რისთვის დაბრუნდა ღარიბაშვილი? როგორც ჩანს, პირველად „მეორე მოსვლამ“ არ გაამართლა და ახლა მეორედ „მეორე მოსვლა“ გახდა საჭირო. ქართველებს ზოგადსაკაცობრიო გამოცდილებისა და ჭეშმარიტების გადასინჯვის პრეტენზია გვაქვს. რას მოიტანს ქართული პოლიტიკისთვის მეორე მეორედ მოსული, ეგ პირველმა მეორედ მოსულმა უნდა გითხრათ“, – ამბობს დავით უსუფაშვილი.

საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერის განცხადებით, „ქართულ ოცნებისა“ და „ნაციონალურ მოძრაობის“ მიდგომებს, მეთოდოლოგიებსა და დამოკიდებულებებს შორის მსგავსება უფრო მეტია, ვიდრე განსხვავებები.