გოთუა: გაზაფხულზე ვირუსები ალერგიას ამწვავებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი მაია გოთუა გაზაფხულისთვის დამახასიათებელ ალერგიებზე საუბრობს.
Sputnik

„ალერგიის მქონე პაციენტებისთვის გაზაფხული ზამთართან შედარებით არანაკლებ სერიოზულია. პირველი პრობლემა ჩნდება ხე-მცენარეების ყვავილობისას. ჩნდება პოლინოზი, ანუ მცენარეთა მტვრის მიმართ ალერგია და ახასიათებს ძლიერი სპაზმური ხველა და გამონაყარი“, – აღნიშნა მაია გოთუამ.

ალერგოლოგის განმარტებით, გაზაფხულზე არის სხვადასხვა ვირუსები, რომლებიც ალერგიას ამწვავებს.