ჯაფარიძე: განქორწინებისას ბავშვს მიაჩნია, რომ მშობელი მას ტოვებს

ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე საუბრობს იმაზე, თუ როგორ დაველაპარაკოთ ბავშვს განქორწინებაზე.
Sputnik

„ფაქტია – ოჯახი იყოფა და ბავშვი ხვდება, რომ დედა და მამა ერთად აღარ იცხოვრებენ. პარტნიორებმა უნდა მოილაპარაკონ და შეარჩიონ ისეთი დრო ბავშვთან სასაუბროდ, როდესაც ორივე იქნება დამშვიდებული. ორივე მშობელმა ერთი და იგივე ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ბავშვს. განქორწინებაზე საუბრისას ხშირად ერთ-ერთი მშობელი უფრო მეტად ემოციურია, შეიძლება იტიროს, იყვიროს. თუ თქვენი პარტნიორი ამას ვერ ახერხებს, თქვენ უნდა შეინარჩუნოთ სიმშივდე“, – აღნიშნა ელენე ჯაფარიძემ.

ფსიქოლოგის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა იცოდეს – განქორწინების გადაწყვეტილება მხოლოდ ერთ მშობელს არ მიუღია, თუნდაც სინამდვილეში ასე რომ იყოს.