ბოჭორმის ციხე კახეთში: საქართველოს ღირსშესანიშნაობები

Sputnik

ბოჭორმის უძველესი ციხე კახეთში, მდინარე იორის ხეობაში, უჯარმა–თიანეთის გზასთან ახლოს, 1300 მეტრის სიმაღლეზე მთის მწვერვალზე მდებარეობს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ გამოიყურება ციხე-სიმაგრე.

X საუკუნეში ბოჭორმის ციხე კახეთის სამეფოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრი იყო. ახლა ამ ისტორიული ნაგებობისგან ნანგრევები დარჩა, თუმცა თავის დროზე ეს ციხე-სიმაგრე საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენდა. ერეკლე მეორის მეფობის დროს ნაგებობა აღადგინეს, რომელიც რეგიონის მისადგომებს მტრისგან XVIII საუკუნის ბოლომდე იცავდა.

ბოჭორმის ციხე ორი ნაწილისგან – გარე და შიდა ციხისგან შედგებოდა. შიდა ნაწილში შენარჩუნებულია წმინდა გიორგის X საუკუნის ეკლესია, სადაც კედლებზე კიდევ შემორჩა XII და XVIII საუკუნეების ფრესკები. აქ ასევე იხილავთ სხვა ნაგებობების ნანგრევებს. გარე ნაწილისგან ახლა მხოლოდ დანგრეული კედლები და კოშკები დარჩა, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლება.

თუ ციხე-სიმაგრისკენ ავტომობილით მიემგზავრებით, მოგიწევთ ის მთის ძირში დატოვოთ. მის მწვერვალზე მოსახვედრად შეგიძლიათ ორი სხვადასხვა ბილიკით ისარგებლოთ.

 

1 / 17
ზუსტად როდის და ვის მიერ აიგო ბოჭორმის ციხესიმაგრე უცნობია. პირველად ის "ქართლის ცხოვრებაში" მოიხსენიეს, რომელიც X საუკუნეს განეკუთვნება, მაშინ რეგიონში მიმდინარეობდა ბრძოლა არაბი არმია აბულ-ქასიმის ჯარების წინააღმდეგ
2 / 17
ციხესიმაგრემდე ორი სხვადასხვა ბილიკი მიდის
3 / 17
თუ აქ ავტომობილით წასვლას დააპირებთ, მოგიწევთ ის მთის ძირში დატოვოთ და ფეხით განაგრძოთ სიარული
4 / 17
X საუკუნეშ ბოჭორმის ციხესიმაგრე მნიშნელოვანი თავდაცვითი ნაგებობა იყო და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი დანიშნულებაც გააჩნდა
5 / 17
ჩვენამდე ციხესიმგარისგან ნანგრევებმა მოაღწია, თუმცა ისიც, რისი ნახვაც ჩვენ დღეს შეგვიძლია, ნამდვილად შთამბეჭდავია
6 / 17
მას შემდეგ, რაც X საუკუნეში არაბებმა შეიპყრეს და გაანადგურეს უჯარმის ციხე, კახეთის პოლიტიკური ცენტრი ბოჭორმის ციხეში გადავიდა
7 / 17
ციხესიმაგრის ტერიტორიაზე იყო სოფელიც, თუმცა მოგვიანებით რეგიონის პოოლიტიკურმა ცენტრმა თელავში გადაინაცვლა, ციხესიმაგრემ კი მნიშვნელობა დაკარგა
8 / 17
მას შემდეგ, რაც XII საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოს მოწები გააერთიანეს ბაგრატიონებმა, ბოჭორმის ციხის შესახებ "ქართლის ცხოვრებაში" თითქმის აღარაფერია ნახსენები
9 / 17
დავით აღმაშენებლის დროს ბოჭორმამ დაკარგა მნიშვნელობა, როგორც თავდაცვის ნაგებობამ
10 / 17
მიუხედავად მიდი მნიშვნელოვანი ისტორიისაა, ციხე-სიმაგრე დღესაც ერთ-ერთი ყველაზე მონუმენტური ნაგებობაა კახეთში
11 / 17
ციხესიმაგრემდე მისვლას დღესაც კი ძალიან რთულია
12 / 17
ქართლისა და კახეთის სარდალმა ერეკლე მეორემ XVIII საუკუნეში გადაწყვიტა ციხე თავიდან აეგო, აღადგინა მისი კედლები და დააყენა ქვემეხები. ასწლეულის ბოლომდე ციხესიმაგრემ მნიშვნელობა შეინარჩუნა
13 / 17
ახლა ადგილი, სადაც ადრე დიდებული ციხე-ქალაქი მდებარეობდა, ხშირი ტყითაა დაფარული
14 / 17
მთის ბილიკებზე სიარულის დროს, შეიძლება შეფასდეს მათი შრომა, ვინც ააგო ციხესიმაგრე. ეს ყველაფერი ასევე მისი მტრების სიჯიუტესა და სასოწარკვეთაზეც მეტყველებს
15 / 17
ციხესიმაგრის ტერიტორიაზე შეხვდებით სხვადასხვა ნაგებობების ნანგრევებს, მარნებს, სამეფო რეზიდენციას
16 / 17
მისი კედლებიდან შთამბეჭდავი ხედი იშლება
17 / 17
ადრე ბოჭორმის ციხე მდინარე იორის ხეობას აკონტროლებდა, რომელზეც სავაჭრო გზა გადიოდა. იორის თავზე მდებარეობდა კახეთის სარდლის რეზიდენცია, მის აღმოსავლეთით კი კახეთის უძველესი ქალაქი კვეტერა. თუ ესტუმრებით ციხესიმაგრეს, ნამდვილად შეძლებთ ჩაეფლოთ მის წარსულში