თბილისი, 8 მარტი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა) -კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა, რის გამოც მოძრაობა აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტისთვის ორივე მიმართულებით.
დეპარტამენტის ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფელ ქვემო მლეთადან საავტომობილო გზის 85-ე კმ. მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აგრეთვე განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.