ქეთა თოფურია: იმათთან შედარებით მე ნამდვილი ქართველი ქალის იმიჯი მაქვს

ქეთა თოფურია საუბრობს თავის ცხოვრებაზე მოსკოვში, მის ჩაცმულობასა და იმიჯზე.
Sputnik

„ხანდახან „შოპინგზეც“ არ დავდივარ ხოლმე, მეგობრები მაძალებენ“- ამბობს სატელევიზიო გადაცემაში ქეთა თოფურია.

ქეთა თოფურია – რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ჯგუფ „ა-სტუდიოს“ ვოკალისტი. 2003 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ სწავლა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც მიიღო მოწვევა ჯგუფ „ა-სტუდიოსგან“ – შეეცვალა ჯგუფის იმჟამინდელი ვოკალისტი პოლინა გრიფიტსი.