საქართველოში ამინდი გაუარესდა

ამინდი მხოლოდ სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში გაუმჯობესდება
Sputnik

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოში ამინდი გაუარესდა - გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 18 მარტს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თავსხმა წვიმა, ძლიერი დასავლეთი ქარი, ხოლო მაღალმთაში შესაძლებელია თოვლი და ქარბუქი.

ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 19 მარტს

„ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება, ზოგან მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სინოპტიკოსების პროგნოზებით, ნალექი მოსალოდნელია ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.

სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში კი გამოიდარებს.