თბილისი, 17 მარტი — Sputnik. თბილისში, ვარკეთილში მიკროავტობუსის მძღოლი ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება ქართული მედია შსს-ზე დაყრდნობით.
კონფლიქტი მძღოლსა და მის ნაცნობს შორის მაშინ მოხდა, როდესაც მიკროავტობუსი გაჩერებაზე იდგა.
მიკროავტობუსის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ბრალდებული დაკავებულია. სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 120-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.