ილია მეორემ მრევლს მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა

დიდმარხვის პირველ კვირას ეკლესია აღნიშნავს „მართლმადიდებლობის ზეიმს“
Sputnik

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საკვირაო წირვა-ლოცვაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მართლმადიდებელ ხალხს მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ილია მეორემ პური აკურთხა და მრევლს დაურიგა.

პატრიარქი წირვის დროს შეუძლოდ გახდა        

„გილოცავთ დიდებულ დღესასწაულს, მართლმადიდებლობის ზეიმს. დღეს აქტუალურია ეს საკითხი, მართლმადიდებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ. ეს დღესასწაული დაარსდა მაშინ როცა კრებამ მიიღო საეკლესიო დადგენილება ხატების თაყვანისცემაზე. ბევრი შემთხვევაა, როცა ზოგიერთს არ ესმის რა არის მართლმადიდებლობა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა გაუხსნას გონება და გული, რათა ირწმუნონ ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება გადაარჩენს ქვეყანას, კაცობრიობას“, - ბრძანა ილია მეორემ.
დიდმარხვის პირველ კვირას ეკლესია აღნიშნავს „მართლმადიდებლობის ზეიმს“. ეს ტრადიცია დასაბამს იღებს IX საუკუნიდან. როგორც ცნობილია, მეშვიდე მსოფლიო კრებამ (787 წ.) დაამტკიცა ხატებისა და სხვა საეკლესიო სიწმიდეების თაყვანისცემის ჭეშმარიტება.