თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოს სამი მოქალაქე გათავისუფლდება აზერბაიჯანის ციხიდან პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ ხელმოწერილი შეწყალების შესახებ ბრძანებულების საფუძველზე, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.
შეწყალების შესახებ ბრძანებულება ასევე შეეხო რუსეთის ორ მოქალაქეს, ნიგერიის ორ მოქალაქეს, ასევე თურქეთის, ირანის, უზბეკეთის, ჩინეთის, კამერუნის, ინდოეთის, ბელარუსის მოქალაქეებს.
დოკუმენტი დარჩენილი სასჯელისგან ათავისუფლებს 399 ადამიანს, მთლიანობაში კი 431 ადამიანს ეხება. სასჯელის შერბილება შეეხო ასევე ერთ პატიმარს, რომელსაც სამუდამო პატიმრობა 25-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს, ორ პატიმარს კი უვადო სასჯელი 20 წლით თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა.
კიდევ ერთი ადამიანი გათავისუფლდა გადავადებული სასჯელის მოხდისგან. გარდა ამისა, 11 პირს პირობითი სასჯელი მოეხსნა, ერთი მსჯავრდებული საზოგადოებრივი სამუშაოებისგან გათავისუფლდა, ხოლო 12 პირს ჯარიმები ეპატიათ.