ძლიერი ხანძარი თბილისში: ცეცხლს 23 ბრიგადა ებრძვის

მეხანძრეებმა ცეცხლმოკიდებული შენობიდან ერთი ადამიანის გამოყვანა შეძლეს
Sputnik

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. თბილისში, დიდ დიღომში ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკის საწყობი იწვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი 1800 კვ მ ფართობს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია 23 სახანძრო ბრიგადა.

საწყობში ხანძრის მომენტში ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომლის გამოყვანა მეხანძრეებმა შეძლეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ხანძრის გაჩენის მიზეზი და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი უშლის ხელს. 

შემთხვევები საქართველოშიშემთხვევებიხანძრები საქართველოშისაქართველო