ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან სამი მუშა გადმოვარდა

მუშები გადმოვარდნამდე ხარაჩოზე იმყოფებოდნენ
Sputnik

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, იუწყება პირველი არხი.

ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა

თვითმხილველების ინფორმაციით, მუშები დაკიდებულ ხარაჩოზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ხარაჩოს ერთი ნაწილი მოწყდა და მუშები დაახლოებით მეშვიდე სართულის სიმაღლიდან გადმოცვივდნენ. 

28 წლის მუშა ადგილზე დაიღუპა. მეორე მუშა კლინიკაში მიყვანისთანავე დაიღუპა. მესამე მუშა უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაში იმყოფება.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.