ქუთაისში მატარებელი რელსებიდან გადავიდა

ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები
Sputnik

თბილისი, 16 მარტი - Sputnik. ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი რელსებიდან გადავიდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ქუთაისში „რკინიგზის სადგურიდან" დაახლოებით 150 მეტრში მოხდა. ამ წუთებში მატარებელი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაჩერებული.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მატარებელი უკვე დაცლილია მგზავრებისგან.

ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.