თბილისი, 16 მარტი - Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ევროპის ერთა თასის დასკვნითი მატჩისთვის რუსეთის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ხუთი შეცვლა განახორციელა (გერმანიასთან მატჩთან შედარებით). მატჩი 17 მარტს კრასნოდარში გაიმართება.
მთავარი ცვლილებაა ძირითადში ვასილ ლობჟანიძის დაბრუნებაა, რომელიც გერმანიის წინააღმდეგ მატჩში (52:3) შეცვლაზე გამოვიდა, ხოლო ბელგიასთან თამაში (46:6) გააცდინა. უკანა ხაზში ის თედო აბჟანდაძესთან წყვილში იქნება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რუსეთის წინააღმდეგ მატჩში (ფრჩხილებში მითითებულია კლუბი და ეროვნული გუნდის სახელით ნათამაშევი მატჩების რაოდენობა):
უკანა ხაზი:
სოსო მათიაშვილი – (16, „ლელო სარაცინს", საქართველო)
მირიან მოდებაძე – (7, „აია", საქართველო)
მერაბ შარიქაძე (კაპიტანი) – (62, „ორიაკი“, საფრანგეთი)
ლაშა მალაღურაძე – (90, ВВА, რუსეთი)
გიორგი კვესელაძე - (17, „არმაზი“, საქართველო)
თედო აბჟანდაძე – (6, „აია", საქართველო)
ვასილ ლობჟანიძე - (42, „ბრივი“, საფრანგეთი)
შერკინება:
ბექა გიგაშვილი – (6, „გრენობლი", საფრანგეთი)
შალვა მამუკაშვილი – (65, „ენისეი", რუსეთი)
ლევან ჩილაჩავა - (47, „მონპელიე“, საფრანგეთი)
ნოდარ ჭეიშვილი - (21, „კორნიშ პირატს“, ინგლისი)
გიორგი ნემსაძე – (89, „ოსპრეიზი", უელსი)
ოთარ გიორგაძე – (19, „ბრივი", საფრანგეთი).
გიორგი ცუცქირიძე – (17, „ორიაკი", საფრანგეთი)
ბექა გორგაძე - (16, „ბორდო“, საფრანგეთი).
სატურნირო თვალსაზრისით საქართველოს ნაკრებისთვის ამ თამაშს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. გასულ უქმეებზე მილტონ ჰეიგის შეგირდებმა ქუთაისში გერმანიას მოუგეს და მიმდინარე სეზონის ევროპის ერთა თასის გამარჯვებულები გახდნენ.
საქართველოს და რუსეთის ეროვნული გუნდები ერთმანეთს 23-ედ შეხვდებიან. პირველად ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ 1993 წელს პოლონეთში და მაშინ რუსეთმა საქართველოსთან ერთადერთი გამარჯვება 15:9 მოიპოვა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ერთა თასი მოიგო >>
2002 წელს რუსებმა შეხვედრის დასრულება ფრედ - 12:12 მოახერხეს. ყველა დანარჩენ შემთხვევაში გამარჯვება უცვლელად „ჯვაროსნების“ მხარეს იყო. მათ ყველაზე დიდი გამარჯვება 2012 წელს თბილისში მოიპოვეს - 46:0.
საქართველო-რუსეთის დაპირისპირებაში საერთო ანგარიშია 557:254, ხოლო წარმატებული ლელოს თანაფარდობაა 63:16.
მატჩი საქართველოს და რუსეთის ნაკრებებს შორის 17 მარტს კრასნოდარში სტადიონ „კუბანზე“ გაიმართება და თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.