თბილისი, 16 მარტი - Sputnik. ცნობილი რუსი მსახიობი და ტელეწამყვანი დმიტრი ნაგიევი საქართველოს ულამაზეს კუთხეს - კახეთს ესტუმრა.
მისი ფოტო სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოჩნდა. ფოტოს მიხედვით, მსახიობი იმყოფებოდა რესტორან Chateau Buera, რომელიც თელავში მდებარეობს.
რა მიზნით ჩამოვიდა შოუმენი საქართველოში - ტურისტული თუ სამუშაო - ჯერჯერობით უცნობია.
დმიტრი ნაგიევი დაიბადა სანქტ-პეტერბურგში. ახალგაზრდობაში იყო გატაცებული სამბოთი და ძიუდოთი (სპორტის ოსტატია), ასევე სპორტული ტანვარჯიშით. 1980-იან წლებში იუნიორთა შორის სსრკ-ის ჩემპიონი იყო.
ალექსანდრ ლაზარევი საქართველოსადმი სიყვარულზე, ქართული ენისა და სამზარეულოს შესახებ >>
სკოლის შემდეგ ლენინგრადის ელექტროტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. ჯარის შემდეგ ჩააბარა ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტში. თამაშობდა თეატრში, იყო მუსიკოსი.
2005 წლიდან ნაგიევი ტელეწამყვანია რუსეთის პირველ არხზე.
დმიტრი ნაგიევს კინოში ბევრი როლი აქვს შესრულებული. 2018 წელს პოპულარული კინოჟანრების პირველ ღია ფესტივალზე „ბროლის წყარო“ ესენტუკში მოიპოვა „მამაკაცის საუკეთესო როლისთვის“ პრიზი (ფილმი Непрощенный).