თბილისი, 15 მარტი — Sputnik. გომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ გზის შუამთის მონაკვეთზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და „კიას" მარკის ყველგანმავალი (კროსოვერი) შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.