შვეიცარიელი ტურისტები მტირალას პარკში დაიკარგნენ

სამძებრო სამუშაოები მთებში რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში განხორციელდა
Sputnik

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ქართველმა მაშველებმა აჭარაში, მტირალას ეროვნულ პარკში დაკარგული შვეიცარიის ორი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

მდინარე ჭოროხიდან მაშველებმა 54 წლის მამაკაცი უვნებლად გამოიყვანეს

ტურისტები პარკის ტყეში დაიკარგნენ და იქიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. საძიებო სამუშაოები ღამით, რამდენიმე საათის განმავლობაში, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა.

მაშველებმა, უამინდობის მიუხედავად, შეძლეს ტურისტების პოვნა და მათი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საძიებო სამუშაოებში მონაწილეობდნენ შსს-ს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და რეინჯერები.

მტირალას ეროვნული პარკი ბათუმიდან რამდენიმე კილომეტრშია. ის აჭარის ტურისტულ მარშრუტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.