შიშველი მამაკაცი პარლამენტის შენობის წინ დადგა და დეპუტატებთან შეხვედრას ითხოვდა

პოლიციამ დააჯარიმა მამაკაცი, რომელიც თბილისის ცენტრში გაშიშვლდა და იგინებოდა
Sputnik

თბილისი, 14 მარტი - Sputnik. მამაკაცი დადგა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ, გაშიშვლდა და დეპუტატებთან შეხვედრას ითხოვდა.

იტალიაში შობის ღამეს შიშველი ქართველი ვეფხვმა დაგლიჯა

რა გახდა „შიშველი აქციის“ მიზეზი, უცნობია. მამაკაცი ითხოვდა შეხვედრას დეპუტატებთან და მათი მისამართით უცენზურო ლექსიკას იყენებდა.

გასაკვირი არ არის, რომ კანონმდებლებს ამ გამოხტომაზე რეაქცია არ ჰქონდათ, რასაც პოლიციაზე ვერ ვიტყვით. მამაკაცი დააკავეს და 200 ლარით დააჯარიმეს, იუწყება Rustavi2 და ვიდეოს აქვეყნებს.

ამ ვიდეოს მიხედვით, მამაკაცი საშუალო ასაკისაა და, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაშია. შესაძლოა, გაზაფხულმაც იმოქმედა - დღეს თბილისში 20 გრადუსამდე სითბო ოყო. თუმცა, მამაკაცი ბოლომდე არ გაშიშვლდა - მას წინდები და ფეხსაცმელი ეცვა.