თბილისი, 14 მარტი - Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის პლატოს მეოთხე მიკრორაიონში, კაპანელის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 53 წლის მამაკაცი.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.