თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოში ბენზინის ღირებულებამ ბოლო დღეებში ორი-სამი თეთრით დაიკლო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გასული წლის ბოლოს დაფიქსირებულ ფასებთან შედარებით საწვავი დაახლოებით 20-25 თეთრით არის გაიაფებული.
საქართველოში ფასების კლება საერთაშორისო ბაზარზე ბოლო თვეებში დაფიქსირებულ დინამიკას უკავშირდება.
საწვავის ღირებულება თითქმის ყველა კომპანიამ შეამცირა.
ამჟამად ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის ფასებია:
„ლუკოილის“ ქსელში „ევრო რეგულარის“ ღირებულებაა 2,25 ლარიდან 2,22 ლარამდე შემცირდა;
„ვისოლის“ ქსელში – 2,32 ლარიდან 2,29 ლარამდე გაიაფდა;
„გალფის“ ქსელში – 2,26 ლარიდან 2,24 ლარამდე;
„სოკარის“ ქსელში კი, 2,26 ლარიდან 2,23 ლარამდე.
ბენზინის ფასმა თებერვალში და შემდეგ მარტის დასაწყისში დაიკლო. გასული წლის ბოლოს დაფიქსირებულ ფასებთან შედარებით საწვავი დაახლოებით 20-25 თეთრით არის გაიაფებული.