თბილისი, 14 მარტი - Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს ინდოეთში ერთ-ერთი სახლიდან ფულადი თანხისა და ძვირფასი ნივთების ქურდობა ედებათ ბრალად, იუწყება პირველი არხი.
სულ დაკავებულია ოთხი ადამიანი. ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.
ქურდობა გოას ჩრდილოეთით სიოლიმის დასახლებაში მოხდა. სამართალდამცველებმა დაკავებულების მანქანიდან მოპარული ნივთები ამოიღეს.