თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დროებით შეაჩერა Boeing 737-8 MAX-ი და 737-9 MAX-ის ტიპის თვითმფრინავების ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ეთიოპიაში მომხდარ ავიაკატასტროფაში 157 ადამიანი დაიღუპა>>>
გადაწყვეტილება ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ იქნა მიღებული.
კვირას, ავიაკომპანია Ethiopian Airlines-ის თვითმფრინავმა Boeing 737, რომლის ბორტზეც 157 ადამიანი იმყოფებოდა, ეკიპაჟის 8 წევრის ჩათვლით, ეთიოპიის ქალაქ დებრე-ზეიტის მახლობლად ავიაკატასტროფა განიცადა. ავიაკატასტროფის შემდეგ რიგმა ქვეყნებმა Boeing 737-8 MAX-ის ფრენები შეაჩერეს.
„Boeing 737 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში იზღუდება დროებით, სანამ საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებს, საავიაციო შემთხვევის მოკვლევის ორგანოებს, შესაბამის საავიაციო ხელისუფლებებს და მწარმოებელ კომპანიას არ ექნებათ უფრო მეტი ინფორმაცია და მოკვლევის პირველადი შედეგები ეთიოპიაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტო (GCAA) თვალყურს ადევნებს ამერიკის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში Boeing 737 MAX-ის ტიპის საჰაერო ხომალდები დარეგისტრირებული არ არის. შესაბამისად, დროებითი შეზღუდვა საჰაერო მიმოსვლაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს.
თვითმფრინავის ბორტზე, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა, 18 სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ.