დასახელდა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა შვეიცარიასთან მატჩში

ეროვნული გუნდი წვრთნებს თბილისში 18 მარტს დაიწყებს
Sputnik

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელთა შტაბმა დაასახელა გუნდის შემადგენლობა, რომელიც შვეიცარიისა და ირლანდიის წინააღმდეგ ევრო-2020-ის შესარჩევი მატჩებისთვის მომზადებაში მიიღებს მონაწილეობას. შვეიცარიას ქართული ეროვნული გუნდი 23 მარტს თბილისში, ხოლო ირლანდიას 26 მარტს დუბლინში დაუპირისპირდება.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ევრო-2020-ის შესარჩევი ტურის მეტოქეების ვინაობა ცნობილია

გაფართოებულ სიაშია 25 ფეხბურთელი. მათ შორისაა ერთი დებიუტანტი - ვატო არველაძე.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

მეკარეები:

გიორგი ლორია, გიორგი მაკარიძე, როინ კვასხვაძე.

მცველები:

ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, საბა კვერკველია, დავით ხოჭოლავა, ჯემა ტაბიძე, ლაშა დვალი, ლევან ხარაბაძე.

ნახევარმცველები:

ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, ჯანო ანანიძე, ოთარ კიტეიშვილი, ლაშა ფარუნაშვილი, ვაკო გვილია, გიორგი მერებაშვილი, საბა ლობჟანიძე, ჯაბა ჯიღაური, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი.

თავდამსხმელები:

გიორგი ქვილითაია, ვატო არველაძე, ნიკა კაჭარავა.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრები D ჯგუფში გამოვა შვეიცარიის, ირლანდიის, დანიისა და გიბრალტარის გუნდებთან ერთად. ევრო-2020-ის ფინალურ ნაწილში ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები გადავა.

საქართველოს ფეხბურთის ნაკრები მსოფლიოს ვიცე–ჩემპიონს დაუპირისპირდება>>

შვეიცარიის წინააღმდეგ მატჩი 23 მარტს თბილისის „დინამო არენაზე" გაიმართება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.