ბადურაშვილი: ბევრი წყენა მქონია და მიკითხავს, რა დავაშავე, რატომ მერჩიან?

მომღერალი ნინი ბადურაშვილი საუბრობს, რამდენად მძაფრად აღიქვამს საზოგადოების მხრიდან კრიტიკას.
Sputnik

„ბევრი წყენა მქონია და მიკითხავს, რატომ? რა დავაშავე? რატომ მერჩიან? კრიტიკა კარგია და ყოველთვის უნდა მიიღო სწორი და ჯანსაღი კრიტიკა. თუ ჭკვიანი ხარ და სწორად აზროვნებ, ეს კრიტიკა გზრდის, მაგრამ როდესაც გლანძღავენ და ამ დროს არ ხარ გასალანძღი, ეს რა თქმა უნდა გწყინს“, ამბობს ბადურაშვილი.

მომღერლის თქმით, უმეტეს შემთხვევაში უნებურად ეხვევა გაუგებარ სკანდალებში, რაც მის გარშემო მითქმა-მოთქმას იწვევს.