„ამ ხილის მოყვარულებს ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ, ზოგს უფრო უყვარს მომწვანო ფერის, ზოგს უფრო მოყავისფრო ბანანი . მწვანე ბანანი არ არის კარგად დამწიფებული ბანანი, მასში ბევრია ე.წ. რეზისტენტული სახამებელი, რომელიც ადამიანის ორგანიზმის მიერ ვერ გადამუშავდება და სათანადოდ არ შეიწოვება, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი არ იღებს ზედმეტ შაქარს და კალორიებს. ის გამოირჩევა დაბალი გლიკემიური ინდექსით, რაც მისი დიდი უპირატესობაა. მოყვითალო, მწიფე ბანანი უფრო ტკბილია, მაგრამ მწვანე ბანანთან შედარებით უფრო მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს, თუმცა უფრო მეტ ანდიოქსიდანტს შეიცავს და ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლოა“, -ამბობს კოტე მათითაშვილი.
ექიმის თქმით, ბანანის შენახვა არ არის საჭირო მაცივარში, ან აივანზე. ის უნდა შევინახოთ დახურულ, მშრალ სივრცეში, სადაც სინათლის სხივისგან დაცულ ადგილას.