ელექტროენერგიის სისტემის კოლაფსი კარაკასში

Sputnik

ვენესუელის შტატების უმეტესობაში ელექტრომომარაგების სისტემის მუშაობის დარღვევა ქვეყნის ყველაზე დიდ ჰესზე, „ელ-გურში" მომხდარი ავარიის შედეგად დაიწყო. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში კარაკასის დასახლებული უბნების სურათები, რომლებიც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ვენესუელის დედაქალაქი ელექტროენერგიის გაერშე დარჩა. კარაკასში არ მუშაობს მეტრო, თუმცა გარეგანათების ნაწილი ფუნქციონირებას განაგრძობს.

მომხდარი ქალაქში დანაშაულების მატებამ გამოიწვია. ბარუტას და სანტა-ფეს რაიონებში გაძარცვეს სუპერმარკეტები.

ეროვნული ელექტრონული კომპანის მონაცემებით, მომხდარის მიზეზი ქვეყნის უდიდეს „ელ-გურის" ჰეის გამორთვა გახდა. ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მომხდარში „ამერიკული იმპერიალიზმი" დაადანაშაულა. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს ბრალდება უარყო.

 

1 / 10
უკვე რამდენიმე დღეა ვენესუელა ტოტალური ბლექაუთის პრობებში ცხოვრობს
2 / 10
ხუთშაბათს საღამოს კარაკასსა და ვენესუელის უმეტეს შტატებში ელექტროენერგიით მომარაგება შეწყდა
3 / 10
კარაკასის უმეტეს უბნებში გარეგანათება და შუქნიშნები მუშაობს, თუმცა საცხოვრებელ სახლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება
4 / 10
ელექტროენერგია ასევე არ აქვთ წყალმომმარაგებელ სადგურებს, ამიტომ ბევრი შენობა წყლის გარეშეც დარჩა
5 / 10
ასევე დარღვეულია მობილური კავშირგაბმულობა
6 / 10
კარაკასის მოსახლეებს არ შეუძლიათ მობილური ტელეფონების დამუხტვა, ამიტომ ისინი მზის ენერგიაზე მომუშავე პანელებით სარგებლობენ
7 / 10
ელექტროენერგიის არქონა ვენესუელაში ახალი საპროტესტო აქციების მაპროვოცირებელი ფაქტორია
8 / 10
მომხდარმა ქალაქში დანაშაულების ზრდა გამოიწვია. ბარუტისა და სანტა-ფეს რაიონებში გაძარცვეს მაღაზიები
9 / 10
ენერგომომარაგების პრობლემებს ხსნიან „ელ-უგრის" ჰიდროელექტროსადგურზე კიბერშეტევით, რაშიც ქვეყნის მთავრობა ოპოზიციასა და აშშ-ს ადანაშაულებს
10 / 10
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრალდება უარყო