კახაძე: სიცოცხლე ნაჩუქარია, დანარჩენი ყველაფერი უნდა მოიპოვო

ცნობილი მეან-გინეკოლოგი, ექოსკოპისტი ლადო კახაძე სიცოცხლესა და ადამიანის პოტენციურ ნიჭიერებაზე საუბრობს.
Sputnik

 

„სიცოცხლე და ნიჭი ნაჩუქარია, დანარჩენი ყველაფერი უნდა მოიპოვო. უფალმა გვაჩუქა სიცოცხლე და ყველა ადამიანი ნიჭიერია, არც ერთი უნიჭო ადამიანი არ არსებობს, დრო სჭირდება მისი ნიჭის გამოვლენას, ან გარემოებათა დამთხვევა. აღმოაჩენ ისეთ რამეს, საგანძურს, რომლის მსგავსიც არ არსებობს. დანარჩენი – ჯანმრთელობა – მოსაპოვებელია, მეგობრობა – მოსაპოვებელია, სიყვარული და ერთგულება – მოსაპოვებელია“, – ამბობს ლადო კახაძე.

ცნობილი სპეციალისტის თქმით, ადამიანმა ჯანმრთელობა არ უნდა დაიზიანოს (მაგალითად, ნარკოტიკებით) და თავისი პოტენციური ნიჭიერება საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ არ უნდა გამოიყენოს.