მსახიობი ალექსანდრ ლაზარევი Sputnik-თან საქართველოსადმი სიყვარულზე, ქართული ენისა და სამზარეულოს შესახებ საუბრობს
„უსაზღვროდ შეყვარებული ვარ!" - ასე აღწერს ორ სიტყვაში რუსეთის სახალხო არტისტი ალექსანდრ ლაზარევი საქართველოსადმი საკუთარ დამოკიდებულებას.
აღმოჩნდა, რომ ცნობილი მსახიობი რეგულარულად ჩამოდის საქართველოში მეუღლესთან ერთად, რომელიც თბილისშია დაბადებული. ლაზარევმა პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველოს" ფარგლებში Sputnik-თან ინტერვიუში საქართველოსადმი საკუთარ გრძნობებზე ისაუბრა. „მე სიგიჟემდე შემიყვარდა ეს ქალაქი, ერთი ნახვით", - ასე აღწერა მსახიობმა შტაბეჭდილებები თბილისზე.