გორში დაკარგული 15 წლის მოზარდი პოლიციამ თბილისში იპოვა

ბიჭი ჯერ გორში საკუთარ საცხოვრებელ სახლში არ დაუბრუნებიათ.
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. გორში დაკარგული 15 წლის არჩილ კობერიძე პოლიციამ თბილისში იპოვა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

გორში გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ

სამართალდამცველებმა ბავშვი ვაგზლის მოედანზე შენიშნეს. ბიჭი ჯერ გორში საკუთარ საცხოვრებელ სახლში არ დაუბრუნებიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი სახლიდან გუშინ, შუადღისას გავიდა და შინ ამ დრომდე არ დაბრუნებულა.

ოჯახის წევრების განცხადებით, ის მეზობელ უბანში ბებიასთან სტუმრად წავიდა, თუმცა იქ არ მისულა.

ოჯახმა ბავშვის დაკარგვის შესახებ პოლიციას დღეს, დილით აცნობა.

მოზარდი გორის მე-3 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა. პედაგოგების განცხადებით, ბავშვს ფსიქოლოგიური პრობლემები არ აქვს.