თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ორთაჭალაში მდებარე ერთ-ერთ შენობაში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას რვა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობს, ნათქვამია საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში სახლი იწვის: მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ>>>
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გულუას ქუჩაზე მდებარე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შენობაში გაჩნდა. შენობის აივანზე ცეცხლი ხის მასალას და პლასტმასს გაუჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარმა დაახლოებით 60 კვადრატული მეტრი ფართობი გაანადგურა. საბედნიეროდ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მეხანძრეები ცეცხლის სრულად ჩაქრობას ცდილობენ.