მსოფლიოს საუკეთესო ღირსშესანიშნაობები Stasher-ის ვერსიით

Sputnik

Stasher-მა მსოფლიოს საუკეთესო ღირსშესანიშნაობების რეიტინგი გამოაქვეყნა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში დედამიწის ყველაზე საინტერესო ადგილები.

რეიტინგის შედგენისას ანალიტიკოსებმა პირველ რიგში გაითვალისწინეს ტურისტების შეფასებები დაჯავშნისა და სატრანსპორტო ვებ-გვერდებზე.

ასევე ყურადღება ექცეოდა უსაფრთხოების დონესა და სოციალურ ქსელებში მათი ხსენების სიხშირეს.

 

1 / 10
ესპანეთის მოედანი - ქალაქის ანსამბლი ნეომავრიტანულ სტილში, რომელიც სევილიის სამხრეთში 1929 წელს იბერო-ამერიკული გამოფენის წინა დღეს გაიხსნა. ეს ერთ-ერთი ადგილია, სადაც "ვარსკვლავური ომების" და "დიქტატორის" გადაღებები მიმდინარეობდა.
2 / 10
მატერგორნის მთა პენინის ალპებში. მისი მწვერვალი 4478 მეტრის სიმაღლეზეა. მატერჰორნი, რთული ტრასების ქონის გამო, ალპების ერთ-ერთი ბოლო მწვერვალია, რომელიც მთამსვლელებმა დაიპყრეს
3 / 10
პიუი-დიუ-ფუ - ისტორიული თემატური პარკია. მას ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს, ამიტომ პარკი, დისნეილენდის შემდეგ, ყველაზე პოპულარულია საფრანგეთში. პიუი-დიუ-ფუ დაყოფილია 26 ძირითად შოუდ, რომელთაგან თითო დაახლოებით 30-40 წუთი გრძელდება
4 / 10
კორდობას კათოლიკური საკათედრო ტაძარი III საუკუნეში აიგო და ის იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის ობიექტია
5 / 10
ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეჩეთი მსოფლიოში - შეოხო ზაიდის მეჩეთია. ის აბუ-დაბიში მდებარეობს და სახელწოდება შეიხი ზაიდ იბნ სულთან ან-ნახაიანის საპატივცემულოდ ქვია. სწორად მან დააარსა არაბთა გაერთიანებული საამიროები და პირველი პრეზიდენტიც თავად გახდა
6 / 10
ვან-გოგის მუზეუმი ამსტერდამში, სადაც ვინსენტ ვან გოგის ნახატების უდიდესი კოლექციაა. მუზეუმი 1973 წლის 2 ივნისს გაიხსნა
7 / 10
ცისფერი ლაგუნა - სამყაროს 25-დან ერთ-ერთი საოცრება. ეს პოპულარული გეოთერმული კურორტი ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე. გეოთერმული კომპლექსი შედგება რამდენიმე აუზისგან
8 / 10
ათენის აკროპოლისი - 156 მეტრის სიმაღლის ბორცვი, მასზე ტაძრების კომპლექსია განთავსებული, რომლებიც ქალაქის მოსახლეობას მტრის შემოსევისგან იცავდა. ქალაქი მრავალი საუკუნის განმავლობაში შენდებოდა
9 / 10
უნგრეთის პარლამენტის შენობა ბუდაპეშტში დუნაის ნაპირზე მდებარეობს. მის არქიტექტურაში შერწყმულია ნეოგოთიკური ელემენტები ვესტმინსტერის სასახლის სტილში და პარიზული ბოზ-არას ზეგავლენა
10 / 10
გრეით-სმოუქი-მაუნთინსი - ეროვნული პარკი და დიდი სამთო მასივი აპალაჩების სამხრეთ ნაწილში, რომელიც ტენესისა და ჩრდილოეთ კაროლინას შტატების საზღვარზე მდებარეობს