გოგილაშვილი: თამბაქოს მოხმარებისას პაროდონტის დაავადებები ექვსჯერ იზრდება

სტომატოლოგი, პროფესორი ქეთევან გოგილაშვილი საუბრობს იმაზე, რა როლი აქვს თამბაქოს მოხმარებას პაროდონტის ანთებითი დაავადებების განვითარებაში.
Sputnik

„თამბაქოს მოხმარება პაროდონტის დაავადებების მძიმე ფორმის განვითარების ალბათობას ექვსჯერ ზრდის. მწეველები, არამწეველებისგან განსხვავებით, უფრო დიდი რაოდენობით კარგავენ კბილებს. მაშინ, როდესაც ადამიანი თამბაქოს მოწევას თავს ანებებს, აღინიშნება ღრძილებიდან სისხლდენა, სიწითლე და ტკივილი. მწეველებში შეხორცების პროცესი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე არამწეველებში“, – აღნიშნა ქეთევან გოგილაშვილმა.

სპეციალისტის განმარტებით, მწეველებში კლინიკურად ნაკლებად არის გამოვლენილი ღრძილებიდან სისხლდენა, რადგან ნიკოტინი სისხლძარღვების შევიწროებაზე ახდენს გავლენას.