ავიაკატასტროფა ეთიოპიაში: ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

Sputnik

ეთიოპიაში ჩამოვარდნილი ავიალაინერის Boeing 737-ის ბორტზე 18 სახელმწიფოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. იხილეთ ფოტომასალაში სურათები ტრაგედიის ადგილიდან.

კვირას, დილით Ethiopian Airlines-ის თვითმფრინავი Boeing 737 ეთიოპიის ქალაქ დებრე-ზეიტის მახლობლად ჩამოვარდა. თვითმფრინავში 157 ადამიანი იმყოფებოდა. კატასტროფის შესახებ ინფორმაცია ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა აბი ახმედ ალიმ გაავრცელა.

თვითმფრინავში იმყოფებოდა კენიის 32 მოქალაქე, კანადის – 18, ეთიოპიის – 9, იტალიის 8 მოქალაქე, ჩინეთის 8 მოქალაქე, აშშ-ის 8 მოქალაქე, შვიდი ბრიტანელი, შვიდი ფრანგი, ექვსი ეგვიპტელი, ნიდერლანდების 5 მოქალაქე, 4 ინდოელი, სლოვაკეთის 4 მოქალაქე, 3 რუსი და 3 ავსტრიელი, მაროკოს ორი მოქალაქე, ორი ესპანელი, ორი პოლონელი და ისრაელის ორი მოქალაქე.

1 / 12
Ethiopian Airlines-ის ავიალაინერი Boeing 737 ეთიოპიის ქალაქ დებრე-ზეიტის მახლობლად ჩამოვარდა
2 / 12
ავიალაინერის მგზავრებს შორის 18 ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ
3 / 12
თვითმფრინავში, რომელიც ადის-აბებიდან ნაირობიში მიფრინავდა, 157 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 149 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი
4 / 12
თვითმფრინავში მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ფოტოზე - სამძებრო სამუშაოები ტრაგედიის ადგილზე
5 / 12
დაღუპულთა ოჯახის წევრები და ნათესავები სიებში ეძებენ მათ, ვინც თვითმფრინავში იმყოფებოდა
6 / 12
ჩამოვარდნილი ავიალაინერი კენიის ქალაქ ნაირობიში მიფრინავდა
7 / 12
ავიალაინერმა Boeing 737-800 MAX კატასტროფა აფრენიდან ექვსი წუთის შემდეგ განიცადა
8 / 12
ამ მომენტისათვის ცნობილია, რომ თვითმფრინავი 2,6 კმ სიმაღლეზე აფრინდა და 700 კმ/სთ სიჩქარით მიფრინავდა
9 / 12
ეს ავიაკატასტროფა ნახევარი წლის განმავლობაში უკვე რიგით მეორეა, როდესაც კორპორაცია Boeing-ის ახალი თვითმფრინავი ჩამოვარდა. პირველად ამ მოდელის თვითმფრინავი 2018 წლის 29 ოქტომბერს ინდონეზიაში ჩამოვარდა. ავიაკომპანია Ethiopian Airlines აფრიკაში ყველაზე დიდი კომპანიაა, რომელიც 1945 წელს დაფუძნდა
10 / 12
თვითმფრინავში იმყოფებოდა კენიის 32 მოქალაქე, კანადის - 18, ეთიოპიის - 9, იტალიის 8 მოქალაქე, ჩინეთის 8 მოქალაქე, აშშ-ის 8 მოქალაქე, შვიდი ბრიტანელი, შვიდი ფრანგი, ექვსი ეგვიპტელი, ნიდერლანდების 5 მოქალაქე, 4 ინდოელი, სლოვაკეთის 4 მოქალაქე, 3 რუსი და 3 ავსტრიელი, მაროკოს ორი მოქალაქე, ორი ესპანელი, ორი პოლონელი და ისრაელის ორი მოქალაქე
11 / 12
ღია წყაროების ინფორმაციაე დაყრდნობით, ჩამოვარდნილმა თვითმფრინავმა პირველი გაფრენა 2018 წლის 30 ოქტომბერს შეასრულა. Ethiopian Airlines-ის მფლობელობაში ის 15 ნოემბერს გადავიდა. უნდა აღინიშნოს, რომ Boeing 737-800 MAX მეოთხე, უახლესი თაობის თვითმფრინავია, რომელიც 2017 წლიდან შევიდა ექსპლუატაციაში
12 / 12
ავიაკომპანია Ethiopian Airlines 2011 წელს საერთაშორისო ალიანსის Star Alliance წევრი გახდა. ავიაკომპანიას ეკუთვნის ასზე მეტი სამგზავრო და სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც ფრენებს 120 მიმართულებით ახორციელებს. ფოტოზე - კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ახლობლები