თბილისი, 10 მარტი - Sputnik. კვირას დილით ავიაკომპანია Ethiopian Airlines-ის თვითმფრინავმა Boeing 737, რომლის ბორტზე 157 ადამიანი იმყოფებოდა, ეკიპაჟის 8 წევრის ჩათვლით, ეთიოპიის ქალაქ დებრე-ზეიტის მახლობლად ავიაკატასტროფა განიცადა.
კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მგზავრებს შორის იყვნენ: კენიის 32 მოქალაქე, კანადის - 18, ეთიოპიის - 9, იტალიის - 8, ჩინეთის - 8, აშშ-ის - 8, ბრიტანეთის - 7, საფრანგეთის - 7, ეგვიპტეს - 6, ნიდერლანდების - 5, ინდოეთის - 4, სლოვაკეთის - 4, ავსტრიის - 3, მაროკოს - 2, ესპანეთის - 2, პოლონეთის - 2 და ისრაელის 2 მოქალაქე.