ყვითელი ამბები

„სამეფო სახლის“ წარმომადგენლები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სასამართლოში უჩივიან

აღნიშნულ საქმეზე სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 მარტს გაიმართება
Sputnik

თბილისი, 10 მარტი - Sputnik. „სამეფო სახლის“ წარმომადგენლებმა ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკებმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სასამართლოში უჩივლეს, ნათქვამია მოსარჩელე მხარის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის „სამართლის გზა“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრეები: მუხრანელ ბაგრატიონთა მცირე ისტორია

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო დავა დავით ბაგრატიონ მუხრანელის წინააღმდეგ საქართველოს სამეფო სახლის სახელის უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთის თაობაზე მიმდინარეობს.

დავის სირთულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო დავას განიხილავს კოლეგიური (სამი მოსამართლის) შემადგენლობით.

კომპანიის განცხადებით, მომდევნო სხდომაზე სპეციალისტების სტატუსით მოწვეულ, ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიკოსებს - როინ მეტრეველსა და გიორგი ოთხმეზურს გამოკითხავენ.

აღნიშნულ საქმეზე სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 მარტს 15:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე დასწრება თავისუფალია.