თბილისი, 10 მარტი- Sputnik. სამართალდამცველებმა ბათუმში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 40 წლის მამაკაცმა საკუთარ დედას მათსავე საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დაკავებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.
გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.