თბილისი, 10 მარტი - Sputnik. ეთიოპიის ავიახაზებისo (Ethiopian Airlines) Boeing 737-მა ადის-აბებასთან კატასტროფა განიცადა, იუწყება ტელეკომპანია BBC.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. თვითმფრინავი ადის-აბება – ნაირობის რეისს ახორციელებდა. ბოინგში სულ 149 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი იმყოფებოდა.
დაღუპულებისა ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
მომხდარს გამოეხმაურა ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი. აბი აჰმედმა ბლოგ „ტვიტერის“ საშუალებით ბორტზე მყოფთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.