გარდაიცვალა რუსი მსახიობი ვლადიმირ ეტუში

სახელოვან მსახიობ ვლადიმირ ეტუშს, რომელიც ცნობილია როლების შესრულებით ფილმებში „კავკასიური ტყვე ქალი“, „12 სკამი“ და სხვ., მოსკოვში ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალავენ
Sputnik

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. სსრკ-ის სახალხო არტისტი ვლადიმირ ეტუში 97 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება РИА Новости ვახტანგოვის სახელობის თეატრის პრეს-ატაშეზე დაყრდნობით.

ვახტანგოვის სახელობის თეატრის მსახიობს მოსკოვში ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

„უკვე ცნობილია, რომ ვლადიმირ აბრამის ძეს ნოვოდევიჩის სასაფლაოზე თავის ოჯახურ ადგილას დაკრძალავენ“, - განაცხადა თეატრის დირექტორმა კირილ კროკმა.

გამოთხოვებისა და დაკრძალვის თარიღი ცნობილი მოგვიანებით გახდება.

გარდაიცვალა რუსი მსახიობი ვლადიმირ ეტუში

ყველაზე დიდი პოპულარობა ეტუშს მოუტანა შესრულებულმა როლებმა კომედიებში „კავკასიური ტყვე ქალი“, „12 სკამი“ და „ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას“. მას როლები 150-ზე მეტ ფილმში აქვს შესრულებული.

ვლადიმირ ეტუში ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში 2001 წლის სახელმწიფო პრემიის ლაურეატია. დაჯილდოებულია პრემიებით „ბროლის ტურანდოტი“ (1994), „კუმირი“ (2000) და „თეატრალის ვარსკვლავი“ (2008, 2012, 2016).