ვახუშტის ხიდთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
Sputnik

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. თბილისში  მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.

შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით ვახუშტის ხიდთან მოხდა.

ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავდა ასევე სამი ადამიანი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.