თბილისი, 9 მარტი – Sputnik. ვარკეთილში ერთ–ერთ ეზოში ოთხი ავტომობილი გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მესამე მასივის მე-8 კვარტალში მოხდა.
კორპუსის მცხოვრებლებს მანქანის უკანა კარის მინები ჩამსხვრეული, პირადი ნივთები კი წაღებული დახვდათ.
კორპუსთან პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
სავარაუდო ბრალდებულების შესახებ სამართალდამცველები ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებენ.