ჯაჯანიძე: ბევრი ქალი ვიცი, ყველაფერი აქვთ, მაგრამ უთქვამთ, ერთი ყვავილი მაინც მოეტანაო

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საუბრობს იმაზე, რა სურთ ქალებს სარვამარტოდ.
Sputnik

„მთავარია ყურადღება. კაცმა აუცილებლად უნდა დაინახოს, როცა ქალმა დაივარცხნა, შეიღება, სტილი შეიცვალა. ბევრი ქალი ვიცი, ყველაფერი აქვთ, მაგრამ უთქვამთ, ერთი ყვავილი მაინც მოეტანა ყურადღების გამოსახატადო“, – ამბობს გია ჯაჯანიძე.

ტელეწამყვანმა ქალებს 8 მარტი მიულოცა და ბედნიერება ისურვა.