ჭავჭავაძის გამზირზე ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა

დაშავებული ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
Sputnik

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

უბედური შემთხვევა მცხეთასთან - ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში გუშინ, ღამით მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან იდგა, რა დროსაც მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებული ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით აღიძრა.