ყველაზე ახალგაზრდა მდიდრები: ვინ არიან ისინი და როგორ მიაღწიეს წარმატებას

Sputnik

ჟურნალ Forbes-ის ცნობილ რეიტინგში 2208 სახელია შესული. ამ დიდი რაოდენობის მდიდარ ადამიანს შორის მხოლოდ 63 მათგანია 40 წელზე ნაკლები ასაკის. იხილეთ Sputnik-ის ფოტომასალაში ყველაზე ახალგაზრდა უმდიდრესი ადამიანების სურათები.

ჟურნალ Forbes-ის ვერსიით, ყველაზე მდიდარი ადამიანები დიდი ხანია რეიტინგის ტოპ-100-ში პოზიციებს მყარად იკავებენ, თუმცა რეიტინგის ტოპ-ათეული მუდმივად იცვლება, რაც მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებზეა დამოკიდებული.

ახალგაზრდა მილიონერების უმეტესობა მეწარმეა, ბევრმა მათგანმა ქონება IT-ინდუსტრიაში გამოიმუშავა. ზოგმა დრონების საშუალებით შეძლო წარმატების მიღწევა, ასევე არიან ისეთებიც, ვინც ქონება ანდერძით მიიღო.

1 / 10
ალექსანდრა ანდრესენი, ნორვეგიელი ინვესტორისა და სამრეწველო მაგნატის, იოჰან ანდრესენის ქალიშვილი. მაგნატმა დაარსა მომგებიანი საინვესტიციო კომპანია Ferd, რომელიც შემდეგ საკუთარ ქალიშვილებს გადასცა
2 / 10
თითოეული მათგანის ქონება შეადგენს 1,4 მილიარდ დოლარს
ფოტოზე: კატარინა ანდრესენი, ნორვეგიელი ინვესტორისა და სამრეწველო მაგნატის ქალიშვილი
3 / 10
ჯონ კოლისონმა, რომელიც სულ 27 წლისაა, ძმასთან, პატრიკთან ერთად დააარსა გადახდის სისტემა Stripe. თითოეული ძმის ქონება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს
4 / 10
კომპანიის Snap Inc დამფუძნებელი CEO ევან შპიგელის ქონება 4,1 მილიარდ დოლარად შეფასდა
5 / 10
რეიტინგის ახალი სახე რუსი პაველ დუროვია, რომელმაც 2007 წელს შექმნა სოციალური ქსელი "Вконтакте". დღეისათვის ამ ქსელის საშუალებით 400 მილიონი ადამიანი სარგებლობს
6 / 10
ჟურნალმა Forbes 20 წლის კაილი ჯენერი აგვისტოს ნომრის გარეკანზე გამოაქვეყნა სათაურით "ამერიკელი მილიარდერი ქალები". გამოცემის გამოთვლებით, გოგონამ 900 მილიონი დოლარი გამოიმუშავა კოსმეტიკის ბიზნესით
7 / 10
გუსტავ მაგნარ ვიტზე ახალგაზრდა მილიარდერია, რომლის ქონებაც სამ მილიარდ დოლარს შეადგენს. გუსტავი მდიდარი ახალგაზრდა ადამიანია ნორვეგიაში და Forbes-ის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერებს შორის
8 / 10
მარკ ცუკერბერგი ახალგაზრდა მილიარდერების სიაში უდაოდ პირველია 71 მილიარდი დოლარის ქონებით. მარკის უახლოესი გეგმები Facebook-ის უფრო სოციალურობაზე ორიენტირებაა
9 / 10
მიკრობლოგების სერვისის Twitter ერთ-ერთი დამაარსებელი ჯეკ დორსი ახალგაზრდა და უმდიდრესი IT-ბიზნესმენების მსოფლიო რეიტინგში შევიდა. მისი ქონება 2,3 მილიარდ დოლარად შეფასდა
10 / 10
დრიუ ჰიუსტონი - ფილების გამცვლელი სერვისი Dropbox-ის გენერალური დირექტორი. პროგრამა მან 2007 წელს შეიმუშავა, 24 წლის ასაკში. იდეის განხორციელებაში დრიუს თანაკლასელი არაშ ფედროუსი დაეხმარა