კალაძე: საერთოდ რა შუაშია „TV პირველი“ და „არტარეა“?!.

თბილისის მერი კახა კალაძე იმ სკანდალურ წერილზე საუბრობს, რომელიც, TBC Bank-ის დამფუძნებლისა და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა.
Sputnik

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მედია რა შუაშია, ჩემთვის ცოტა გაუგებარია. მე არ ვიცი, საერთოდ რა წერილია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ანალოგიურის დაწერა. ჩემთვის ღიმილის მომგვრელი იყო ყველაფერი ის, რაც ეწერა. საერთოდ რა შუაშია „ტვ პირველი“, გაუგებარი იყო, საერთოდ რა შუაშია „არტარეა“, ალბათ, მომავალში „ენკი-ბენკიზეც“ იქნება საუბარი“, – ამბობს კახა კალაძე.

თბილისის მერის თქმით, „თიბისი ბანკის“ საქმე სამართლებრივი საკითხია და მისთვის ამის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა კატეგორიულად მიუღებელია.