ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 9 მარტს

დედაქალაქში შაბათს 15 გრადუსამდე დათბება
Sputnik

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. სინოპტიკოსები შაბათს, 9 მარტს თბილისში თბილ და მზიან ამინდს პროგნოზირებენ.

ჰაერის ტემპერატურა ღამით +5 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით - +15 გრადუსამდე დათბება. ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:23 საათზე ამოვა და 19:00 საათზე ჩავა.