საქართველოს მოქალაქეები ბაქოში ბინების ქურდობის ბრალდებით დააკავეს

ბაქოს სისხლის სამართლის ოპერმუშაკებს დაკავებულების წინააღმდეგ სამხილები გააჩნიათ
Sputnik

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს ბინაგადის რაიონის პოლიციის სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების თანამშრომლებმა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ პოლიციის რაიონულ სამმართველოზე დაყრდნობით.

დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები - 40 წლის ლაშა აბრამიშვილი, 45 წლის შმაგი გაფრინდაშვილი, 50 წლის რამაზ მაჭარაშვილი და აგდამის რაიონის 31 წლის მცხოვრები ვუსალ მაგერამოვი. ბინის ქურდების კვალზე ოპერმუშაკები გავიდნენ ბინის ქურდობის შესწავლის შედეგად, რომელიც ბინაგადის რაიონში 28 თებერვალს მოხდა.

ბანკის ინკასატორებზე თავდასხმაში პოლიციელია ეჭვმიტანილი

ცნობილია, რომ 42 წლის რაფსან ნოვრუზოვის ბინიდან ხუთი ათასი მანათის ღირებულების ოქროს სამკაულებია მოპარული. ბოროტმოქმედებმა ბინაში შეაღწიეს დღისით, როდესაც ნოვრუზოვი სახლში არ იმყოფებოდა. დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული თავიდან არ აღიარეს, მაგრამ საგამოძიებო-ოპერატიულმა ჯგუფმა მათ წინააღმდეგ სამხილები მოიპოვა. ეჭვმიტანილები დააფიქსირა ვიდეოდაკვირვების კამერამ, რომელიც საცხოვრებელ სახლშია დამონტაჟებული. ამოღებულია მოპარული ოქროს სამკაულები.

გამოძიება ვარაუდობს, რომ ნოვრუზოვის ბინა ერთადერთი არ ყოფილა, რომელშიც დაკავებულებმა შეაღწიეს. ამჟამად ირკვევა, რამდენი ხნის განმავლობაში იმყოფებიან „გასტროლიორები“ აზერბაიჯანში.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება გრძელდება.