ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 8 მარტს

დღისით ჰაერი 14 გრადუსამდე გათბება
Sputnik

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს პარასკევს, 8 მარტს მზიანი ამინდი ელოდებათ.

მზე 07:25 საათზე ამოვა და 18:58 საათზე ჩავა.

ღამით მოსალოდნელია მცირე ნალექი, დღისით კი უნალექო და თბილი ამინდი იქნება. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +5 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. დედაქალაქში ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.