„საკმარისია რამე ვთქვა საჯაროდ, რაიმე იუმორისტული სიმღერა ვიმღერო, მაშინვე ხდება ეს კრიტიკის საბაბი, თან შავი კრიტიკის საბაბი. ხანდახან მებადება კითხვა, ნუთუ ამ ხალხმა დაკარგა იუმორის გრძნობა? ყველაფერს ასე სერიოზულად აღიქვამენ? ხშირად ყოფილა ჩემი ჩაცმის სტილი ძალიან დიდი კრიტიკის მიზეზი“, – ამბობს მარკუს მეტრეველი.
მომღერლის თქმით, ეს ყველაფერი ადრე აღიზიანებდა, მაგრამ ახლა ამას დიდ მნიშვნელობას აღარ ანიჭებს.