გარდაიცვალა The Prodigy-ს ვოკალისტი კიტ ფლინტი

Sputnik

გარდაიცვალა ბრიტანული ჯგუფის The Prodigy ვოკალისტი კიტ ფლინტი. მუსიკოსი 49 წლის იყო. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ლეგენდარული შემსრულებლის სურათები.

დიდ ბრიტანეთში მუსიკალური ბენდი The Prodigy-ს ფრონტმენი კიტ ფლინტი გარდაიცვალა. მისი ცხედარი ესექსში მდებარე სახლში 4 მარტს აღმოაჩინეს.

პოლიციას მუსიკოსის ცხედარზე არ აღმოუჩენია ძალადობის კვალი, ხოლო ბენდის წევრებმა განაცხადეს, რომ ფლინტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

1 / 10
კიტ ჩარლზ ფლინტი დაიბადა ლონდონში, 1969 წელს
2 / 10
1990 წელს ის ლიემ ჰოულეტის მიერ დაარსებული ელექტრონული მუსიკალური ჯგუფი The Prodigy-ს მოცეკვავე გახდა
3 / 10
თავიდან ფლინტი ჯგუფში მხოლოდ მოცეკვავის რანგში იყო, თუმცა 1996 წელს ის ვოკალისტის როლშიც წარსდგა. 1997 წელს გამოსულ მესამე ალბომში The Fat of the Land, უკვე რამდენიმე სიმღერა ფლინტის შესრულებით იყო
4 / 10
მალე ის ბენდის ყველაზე ცნობადი მონაწილე გახდა
5 / 10
პირველ კლიპში ის გიჟური იმიჯით წარსდგა და ჯგუფის სახედაც იქცა
6 / 10
კიტის როლი ჯგუფში ვოკალისა და უნიკალური ქარიზმის ხარჯზე იზრდებოდა
7 / 10
პოპულარობის ზრდას ხელს უწყობდა მისი ეპატაჟური გარეგნობაც - პირსინგი, უამრავი ტატუ და უჩვეულო ვარცხნილობები
8 / 10
კიტი მონაწილეობდა სოლო პროექტებშიც, მუშაობდა ჯგუფებზე "FLINT" და "Clever Brains Fryin", თუმცა დაწერა მხოლოდ ერთი სინგლი AIM 4
9 / 10
მუსიკოსი სოლო ალბომის გამოშვებას გეგმავდა
10 / 10
ჯგუფმა სულ შვიდი ალბომი გამოუშვა (ბოლო - No Tourists - 2018 წელს). მუსიკოსებს მოპოვებული აქვთ MTV Europe Music Awards და Brit Awards ჯილდოები, ასევე ნომინირებულები იყვნენ გრემიზე